დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს ვერ დაიკითხა. მიზეზად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. თუმცა პროკურორი ირწმუნება, რომ ექიმებმა ბრალდებული სასულიერო პირი ორჯერ გასინჯეს, ის ჯანმრთელია და პროცესი უსაფუძვლოდ ჩაშალა. სხვა ინფორმაცია აქვს დეკანოზის ადვოკატებს. ისინი ამბობენ, რომ სასულიერო პირს დაბალი ტემპერატურა და წნევა აქვს.