აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რეგლამენტში ცვლილება დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც წარმომადგენლობითი ორგანოს სამუშაო დღეები 5 სექტემბრამდე გაგრძელდა, ვინაიდან სამშაბათამდე უმაღლესი საბჭო ოფიციალურად ისვენებს.
კომისიის წევრებმა ორ კანონპროექტზე უნდა იმსჯელონ, ერთი მაუწყებლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება, რომლის თანახმადაც უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეოში საბჭოში 1-ის ნაცვლად 3 წევრი უნდა წარადგინოს.
მეორე კანონპროექტი კი ტექნკური ხათიათის ცვლილებას ითვალისწინებს და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას ეხება.