ბათუმის ბულვარის კოლონადების სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო პროცესი სრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკვე დასრულდა კიბეებისა და ზედაპირის იდენტური ფრაქციის მქონე მოზაიკური საფარით მოპირკეთება და მთლიანი კოლონადის დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენა.
უახლოეს დღეებში სვეტებზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და შეიღებება.
აღსანიშნავია, რომ ბულვარის მთავარ ღირსშესანიშნაობას პირველად უტარდება მსგავსი სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რისთვისაც თითქმის 168 ლარი დაიხარჯება.