19-22 სექტემბერს აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები. ფრინველებზე დაკვირვებისთვის კონკრეტული ტერიტორიები შეირჩა.
ესენია ჭოროხის დელტა, სოფლები ჩაისუბანი და სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
ფესტივალზე დასწრება რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.