მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. სტადიონი 30 000 მდე სტუმარს ელოდება. Imagine Dragons საქართველოში - Starring Georgiaს ფარგლებში ჩამოდის. გრანდიოზული შოუ, დღეს 21:00 საათზე დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.
მოქალაქეებს N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.