პრიგოჟინის დაკრძალვის ადგილი ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო

30 აგვისტო 2023, 11:08 484 ნახვა

ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდნენ.

პეტერბურგში სხვადასხვა სასაფლაოზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც ავიაკატასტროფის დროს ვაგნერის სხვა დაღუპული წევრებიც უნდა დაეკრძალათ. მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტები სამგლოვიარო კორტეჟებს აკვირდებოდნენ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, სად და როდის დაკრძალავდნენ პრიგოჟინს, უცნობი იყო.  

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაიღუპა. მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.  

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო.   

24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა ამბოხი შეწყვიტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში