„ვიზიტი“ - ტიტე კომახიძის პირველი სპექტაკლის ჩვენება 

29 აგვისტო 2023, 11:00 550 ნახვა

პრემიერის შემდეგ, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის  ექსპერიმენტულ სცენაზე  დღეს და ხვალ  20 საათზე მსახიობ ტიტე კომახიძის პირველი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება.  

„ვიზიტი“ - ასე ჰქვია ფსიქოლოგიური დრამას, რომელიც  რეჟისორმა ბათუმელი დრამატურგის, გუგა მგელაძის პიესის მიხედვით დადგა. მასში გადმოცემულია ადამიანის  შინაგანი მდგომარეობა და  ჭიდილი ძლიერ და სუსტ მხარეებთან. 

სპექტაკლს სამი პერსონაჟი ჰყავს და ის 55 წუთიანია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში