დღეს აჭარის კრივის ფედერაციის ინიციატივით და მოწვევით ბათუმში ახალქალაქის კადეტ და ჭაბუკ მოკრივეთა გუნდი იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმელ მოკრივეებთან ამხანაგური მატჩები გამართა. ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი სპარინგები კრივის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჭაბუკი მოკრივეები თურქეთის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან და ეს შეხვედრა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. აქვე გეტყვით, რომ 27 აგვისტოს ბათუმის სპორტის სასახლეში კრივში ამხანაგური სპარინგ-მატჩები გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ტიტულოვანი მოკრივეები დაუპირისპირდებიან, მათ შორის ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები. შეჯიბრება ცხრა წონით კატეგორიაში, დიდების ასაკში ჩატარდება. აღნიშნული სატესტო შეხვედრა კრივის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.