კალიფორნიაში ბაიკერთა ბარში 4 ადამიანი მოკლეს

24 აგვისტო 2023, 10:58 503 ნახვა

ოთხი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი დაიღუპა სროლის შედეგად კალიფორნიის ორენჯის ოლქში ბაიკერების ბარში-ინფორმაციას ადგილობრივი შერიფის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დაშავებულია  ექვსი ადამიანი, რომლებიც  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი ტრაბუკოს კანიონში   მოხდა. შემთხვევის ადგილზე  ათობით პოლიციელი და   სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკპაჟებია მობილიზებული. 

ადგილოვრივი მედიის ინფორმაციით, ისტორიულ ბაიკერთა ბარში გადამდგარი პოლიციის ოფიცერი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

თავდამსხმელს  საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.  შერიფის ოფისი არ ავრცელებს დეტალებს თავდამსხმელისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივიც. კალიფორნიის გუბერნატორის თქმით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში