უკრაინის პრეზიდენტი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო 2023, 14:08 564 ნახვა

ათენში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა. ზელენსკით თქმით, მას სერბეთის სახელმწიფოს მეთაურთან ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართული სამიტის დროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

დეკლარაციაში აღნიშნულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც დემოკრატიის ფასეულობებსა და სამართლის უზენაესობაზე არის დაფუძნებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი