ბოლო 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება, საიდანაც ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა.
სააგენტოს ინფორმაციითვე შარშან, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით 4 ათას 131 შეტყობინება შევიდა, 1781 ფაქტზე კი ძალადობა დადასტურდა.