ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

21 აგვისტო 2023, 14:05 762 ნახვა

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ქმარმა ცოლი? მარნეულში  მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე ბრალდებული არ საუბრობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ამასთან ინფორმაციას, იმის შესახებ რომ  რომ  დაჭრილია გარდაცვლილი ქალის 15 წლის შვილიც, ბრალდებულის ადვოკატი ამის შესახებ არაფერს ამბობს, მისივე თქმით საქმის მასალებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

გაგახსენებთ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავეს.  მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო  პატიმრობა ელოდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი