მარნეულში დაჭრილია 15 წლის მოზარდიც - ცოლის მკვლელობის საქმე

21 აგვისტო 2023, 12:02 764 ნახვა

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილია გარდაცვლილი ქალის 15 წლის შვილიც. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი