ოკუპირებულ ენერგოდარში, შენობას სადაც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ, უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა

19 აგვისტო 2023, 11:01 635 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს უკრაინელებმა „შაჰედის“ 17 დრონიდან 15 ჩამოაგდეს. მტერმა ქვეყნის მიმართულებით 3 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით ოკუპანტის 6 შეტევიდან უკრაინელებმა ყველა მოიგერიეს.

გარდა ამისა, ოკუპირებულ ენერგოდარში გასულ დღეს აფეთქება მოხდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა შენობას, სადაც რუსი პოლკოვნიკები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ პოლკოვნიკები და რამდენიმე პირი.

უკრაინის დაზვერვამ აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა. გარდა ამისა, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში, ბოლო შეტევების შედეგად რუსული ძალების პოზიციების შესუსტებაზე საუბრობენ. ექსპერტების განცხადებით, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები არ გააჩნიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი