პუტინის ომი უკრაინაში 

18 აგვისტო 2023, 11:04 623 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გავრცელებული ცნობით ფრონტზე აზოვის ბატალიონი უკვე აღდგა და ფრონტის ხაზზე დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ავრცელებს. ნიკოლაი ურშალოვიჩის განცხადებით, აზოველებს დაკავებული მონაკვეთი საიმედოდ უკავიათ და მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებენ.

გარდა ამისა, ოკუპანტი აგრძელებს იერიშებს, გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 53 საჰაერო თავდასხმა განახორციელა. არიან დაჭრილები და დაღუპულები. ხერსონის მიმართულებით დაიბომბა 15-ზე მეტი დასახლება. უკრაინის დამცველებმა კი გასულ დღეს მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი გაანადგურეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შემოდგომაზე უკრაინელი და იარაღის უცხოელი მწარმოებლების მონაწილეობით თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გამართვას გეგმავს.

პრეზიდენტის თქმით, ფორუმზე განიხილავენ თუ როგორია უკრაინის მიღწევები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმართულებით და რისი დამატებაა საჭირო  ქვეყნის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში