კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 1 ადამიანი. თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია, მიმდებარე რეგიონებშიც. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე 4.8 და 5.6 მაგნიტუდას შეადგენდა.