ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება გრანპრი ძიუდოში. ტურნირზე მხოლოდ სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. 60 კილოგრამში საბა გრიგალაშვილი პირველ წრეში პორტუგალიელ ფრანსისკო მენდეშს შეხვდება.
66 კილოგრამში ალექსანდრე რაფავა უზბეკ სარდორ ნურილაევს დაუპირისპირდება. 73-ში კი ლუკა კაპანაძე სლოვენიელ ადრიან გომბოცს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ზაგრების გრანპრიზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ილია სულამანიძემ – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.