საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია.
მუნდიალზე: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია გაემგზავრებიან.
ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებს დაუპირისპირდება.