ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებს

16 აგვისტო 2023, 16:19 772 ნახვა

ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიას 3-1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად შეძლეს გასვლა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნახევარფინალში ესპანეთმა შვედეთი 2-1 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 20 აგვისტოს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი შვედეთი და ავსტრალია ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში