მესიმ ისევ გაიტანა, „ინტერ მაიამი“ ლიგის თასის ფინალში გავიდა

16 აგვისტო 2023, 10:15 1076 ნახვა

ჩრდილოეთ ამერიკაში ლიგების თასის გათამაშება გრძელდება. ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ფლორიდული კლუბი სტუმრად ხვდებოდა „ფილადელფია უნიონს“ და 4:1 მოიგო.

მესიმ ამჯერადაც გაიტანა, ზედიზედ მეექვსე მატჩში, რის შემდეგაც „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ცხრა გოლი დაუგროვდა. არგენტინელმა მე-20 წუთზე 2:0 გახადა ანგარიში. მანამდე პირველი გოლი ხოსეფ მარტინესმა გაიტანა, ხოლო პირველივე ტაიმში სამამდე გაზარდა სხვაობა ჟორდი ალბამ, რომლისთვისაც ეს პირველი გოლი იყო „ინტერ მაიამიში“.

„ინტერ მაიამი“ ფინალში „ნეშვილს“ შეხვდება, მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი