რუსეთმა უკრაინის შვიდ ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია სამი ადამიანი - უკრაინული მედია

15 აგვისტო 2023, 14:49 570 ნახვა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის შვიდ ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, რუსული რაკეტა ლუცკში მდებარე სამრეწველო ობიექტს მოხვდა, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქი ლვოვი, სადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, რომელთა ჩაქრობა ოპერატიულად მოხერხდა. ლვოვზე იერიშის შედეგად დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. 

აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკისა და ჩერკასკის ოლქებში. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი