ჰავაიზე მსხვერპლი იზრდება

15 აგვისტო 2023, 11:44 667 ნახვა

საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში - 96 გარდაცვლილი და ასობით დაკარგული - ჰავაიზე მსხვერპლი იზრდება. ლაჰაინა, ოდესღაც ჰავაის სამეფო დედაქალაქი, ახლა კრემატორიუმს ჰგავს. ცნობილ კურორტს უკვე უწოდეს ცხედრების ქალაქი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი.

განადგურებული და დაზიანებულია ათასობით შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები თუ როგორ შეაფარეს ოკეანის წყალს თავი ადგილობრივებმა. ისინი საათების განმავლობაში ელოდებოდნენ ვერტმფრენებით ევაკუაციას.

ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი