პროტესტი ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო

26 თებერვალი 2017, 00:00 2275 ნახვა

ქობულეთის 7 სოფლის მოსახლეობა ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ პროექტის შეჩერების მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელება იგეგმება,  საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარეობს, ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის და მათ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე გადის. ისინი უარს აცხადებენ კონპენსაციებზე. შეიქმნება მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა წელს იგეგმება, რაზეც პასუხისმგებელია აჭარის მთავრობას დაქვემდებარებული შპს „ჰიგიენა 2009.” შპს-ს დირექტორი, საგამოძიებო სამსახურის ცნობით მიმალვაშია, მას ბრალად ედება სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი