მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ტემპერატურამ აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.
ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა.
მაროკოს მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.