ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის დახურვა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ასობით მგზავრის მიერ, საზიანო იქნება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. „ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სიტუაციაზე თვალყურს, ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - ნათქვამია განცხადებაში.