აფეთქება მოსკოვში, კარამიშევსკის რაიონში

11 აგვისტო 2023, 15:02 679 ნახვა

მოსკოვში,კარამიშევსკის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რაიონში დრონის მსგავსი მოწყობილობა შენიშნეს.

ინფორმაციას მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დრონი მდინარის მახლობლად მდებარე პარკში დაეცა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში