კვარიათში, ზღვაში 20 წლამდე ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აჭარის მაუწყებელს რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს, რომ გუშინ უწყებაში შევიდა შეტყობინება ზღვაში მოზარდის გაუჩინარების თაობაზე.
მათივე ცნობით, შეტყობის შესვლისთანავე დაიწყო აქტიური სამძებრო სამუშაოები და ძებნა-შველის ოპერაციის შედეგად, წყლის სიღრმეში ნაპოვნი იქნა მოზარდის ცხედარი.