აჭარაში ეროზიული ზონების შესწავლას ითხოვენ

09 აგვისტო 2023, 14:51 940 ნახვა

აჭარაში,განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში შესაძლო მეწყრული საფრთხეების შესწავლისა და წინასწარ განსაზღვრის საჭიროებებზე ისაუბრეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარას ხმის“ წარმომადგენლებმა გეოლოგ ტარიელ ტუსკიასა და მოქალაქეებთან ერთად. სპეციალისტი აცხადებს, რომ არსებული პრაქტიკა ძირითადად მოიცავს იმ ტერიტორიების შესწავლას, რომელთან დაკავშირებითაც ოფიციალური მიმართვა არსებობს. ტარიელ ტუსკიას განმარტებით, ტერიტორიებს სწავლობენ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, ამიტომ ეროზიული უბნებისთვის საჭიროა სპეციალური, შემსწავლელი ტექნიკის შეძენა, რაც ძვირადღირებულია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში