აჭარა საინვესტიციო ფორუმზე

26 თებერვალი 2017, 00:00 3471 ნახვა

რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის  მიზნით ასტანაში საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალურ პრეზენტაციას წარადგენს. ფორუმის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, ასევე რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე. გაიმართება შეხვედრები ქართული და ყაზახეთში მოქმედი კომპანიები წარმომადგენლებს შორის. ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. საინვესტიციო ფორუმის შემდეგ ასტანაში ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებას გამართავს, სადაც სტუმრებს ქართული ფოლკლორის, ეროვნული სამზარეულოს, ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი