ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

09 აგვისტო 2023, 11:45 466 ნახვა

ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა დასრულდა. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის 24 ადგილისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს. საქართველო ჯი ჯგუფში, სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად მოხვდა. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი ნაკრები გადის. ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში