სტამბოლში დასრულებულ 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში სანდრო ყურაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ყურაშვილმა ფინალში თურქი ეიუფ ჩეთინი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუპოვა. სანდრომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველმა თურქმენეთის წარმომადგენელი დოვლეთგელდი მირადოვი ბოლო წამებზე დაამარცხა.