ქართველ ხალხს და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.შვედეთის საელჩომ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ამ მძიმე პერიოდში.“ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და იმედი გვაქვს დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან ოჯახებს," - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა დანიის ელჩმაც საქართველოში, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ისრაელის ელჩმა საქართველოში. რაჭაში დაღუპულების გამო საქართველოს სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც.