უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს დაიწყო მასტერსის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთ კორეელ ძოუდოისტ ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ამავე წონაში თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება. 66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი პირველ დაპირისპირებას ტაჯიკ ნურალი ემომალისთან ჩაატარებს. 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ნიდერლანდელი პლეუნი კორნელისეა. ბუდაპეშტის მასტერსზე სულ 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა, 13 ვაჟი და 2 ქალი. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები მონაწილეობენ.