ქართველმა კალათბურთელებმა რიგაში პირველი ვარჯიში გამართეს

04 აგვისტო 2023, 12:45 1125 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები კაუნასიდან რიგაში ჩავიდა. ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის ჩატარების შემდეგ ლატვიის ჯერი დადგა. ნაკრების წევრებმა 3 საათი დაისვენეს და საღამოს რიგა არენას ესტუმრნენ. ილიას ზუროსმა ნაკრები დიდად არ დატვირთა, თუმცა აღთგენითთან ერთად კალათბურთელები კომბინაციების დამუშავებაშიც ავარჯიშა. ისევ ვერ ივარჯიშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ლიეტუვასთან ბოლო წამზე წაგებული ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრები დღეს ორ ვარჯიშს გამართავს, ხოლო ხვალ რიგა არენაზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი