ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას პროგნოზირებენ მმართველი გუნდის წევრები. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარდაჭერა 84 - მა დეპუტატმა გამოუცხადა, საპარლამენტო ოპოზიციის ალტერნატიული დოკუმენტი ჩავარდა. ახალი რედაქციით, სპეციალური სააგენტოს ხელმძღვანელს სუს-ის უფროსის წარდგინების ნაცვლად, კომისია წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. მოადგილეებს კი თავად სააგენტოს უფროსი აირჩევს. კანონით იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის მექანიზმი. საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური სააგენტოს შექმნაა. ოპოზიციის შეფასებით კანონი არაკოსტიტუციურია. “ევროპული საქართველო" განხილვაში მონაწილობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიღების ვადა საკანონმდებლო ორგანოს 31 მარტამდე აქვს . ფარულ მოსმენა - მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტს კანონმდებლები მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომაზე მიუბრუნდებიან.