საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 5 აგვისტოს ლატვიას დაუპირისპირდება 

03 აგვისტო 2023, 14:18 733 ნახვა

ლიეტუვასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კაუნასში დარჩა და "ჟალგირისის" მცირე დარბაზში ივარჯიშა. ილიას ზუროსმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ კალათბურთელების ნაწილი დაასვენეს.

გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი მოედნის ერთ მხარეს იყვნენ და ძირითადად ფარში სროლით იყვნენ დაკავებული, დანარჩენები კი მოედნის ნახევარზე ილიას ზუროსის მეთვალყურეობით კომბინაციებს ათამაშებდნენ.  არ უვარჯიშია გოგა ბითაძეს, რომელმაც ლიეტუვასთან მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის დედაქალაქში დღეს დილით გაემგზავრა, სადაც მორიგ ამხანაგურ მატჩს მასპინძელ ნაკრებთან 5 აგვისტოს ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი