გურამ გიორბელიძე კარიერას სერბულ "ვოივოდინაში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველი სერბეთში ახალ კლუბთან ხელშეკრულების გასაფორმებლად 4 აგვისტოს გაფრინდება. სერბული ლიგა ახალი დაწყებულია, პირველ ტურში გურამის მომავალი გუნდი ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებაში ბოლო ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას "პარტიზანთან" 6 აგვისტოს გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ "ვოივოდინა" კონფერენს ლიგის მეორე წრეშია გასული, ნიქოზიას "აპოელთან" 1:2 დამარცხდა. კვიპროსელებმა გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით მოიგეს, განმეორებით შეხვედრას კი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩაატარებენ.