1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1 850 მოქალაქე. სტატისტიკის თანახმად, 706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია.
მეორეზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი 150 ავტო საგზაო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთი- 62, შიდა ქართლი- 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი- 27, მცხეთა- 46, გურია- 21.
ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზებად დასახელებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა.