სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

03 აგვისტო 2023, 11:05 759 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება. როგორც მეთიუ მილერი აცხადებს, შეერთებული შტატები ელოდება, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნის სუვერენულ საჰაერო სივრცეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლონეთის მთავრობამ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. ველოდებით, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ასევე, მილერის თქმით, ნატო-ს მე-5 მუხლის გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას და აშშ მუდმივ კონტაქტზეა ნატო-ს ყველა მოკავშირესთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში