ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში, მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებზე წყალბურთელთა ნაკრებმა ბი ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა. გუნდი სამი მოგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ დამარცხდა. დაძაბული მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 6:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალშია, სადაც ეი ჯგუფის მეორეადგილოსან გერმანიას შეხვდება. ეს მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება.
სხვა წყვილები: უნგრეთი-ჩინეთი, საბერძნეთი-ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია-იტალია.