უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

02 აგვისტო 2023, 09:53 527 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ჯამში 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა. ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 1 სარაკეტო, 75 საჰაერო დარტყმა განახორციელა  მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.  არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს. განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმუტში საოკუპაციო ძალები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უკრაინელთა შეტევის შეჩერებას. მათი საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც უკრაინელებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებას აიძულებს.

ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებენ უკრაინელები კუპიანსკში, ლიმანსა და სვიატოვოში. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი