უნივერსიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა მეორე ბრინჯაო მოიპოვეს

01 აგვისტო 2023, 10:09 530 ნახვა

ჩენგდუში გრძელდება ძიუდოისტთა ტურნირი. ქართველთაგან წარმატებას მხოლოდ მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა მიაღწია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრა მონღოლ ოდხუუს მოუგო.

მეოთხედფინალში უნგრელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ ირაკლიმ გზა ბრინჯაოს მედლისკენ რეპეშაჟიდან გაიკვლია.

იმედა გოგოლაძე და ნიკა ხარაზიშვილი ჩენგდუში უმედლოდ დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველ ძიუდოისტთაგან ბრინჯაოს მედალი ზაურ დვალაშვილმა მოიპოვა.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი