კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

01 აგვისტო 2023, 11:11 718 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.

რუსეთის ძალებმა კრივოი როგის მიმართულებით ორი ბალისტკური რაკეტა 31 ივლისის დილით გაუშვეს. ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, მეორე კი – სასწავლო დაწესებულებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში