ბათუმის „დინამომ“ მეკარე იჯარით „სამტრედიაში“ გაუშვა

31 ივლისი 2023, 19:33 695 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით „სამტრედიას“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია კლუბებმა უკვე დაადასტურეს. ხარატიშვილმა პროფესიული კარიერა ბათუმის „დინამოში“ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ ორი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. გასულ სეზონში იჯარით ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა და სეზონის ყველა მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა მეკარემ „სამტრედიაში“ უკვე ითამაშა ამხანაგური მატჩი „გაგრას“ წინააღმდეგ. 20 წლის გოლკიპერი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში