საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა მოაწერეს.
ხაზი გაესვა ავტონომიური რესპუბლიკის მზარდ ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობებს და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობას.