ქართველი ძიუდოისტების გუნდური პირველი ადგილი ოლიმპიურ ფესტივალზე

29 ივლისი 2023, 11:04 395 ნახვა

მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთეულთა ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში საბა გველესიანმა ვერცხლის, შოთიკო გოჩიაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა ქართველმა ლიზი ქვარცხავამ და ნინო პაპიძემ შეჯიბრებაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი იყო. შოთა ბაჩოშვილი, მერაბ სამადაშვილი და მათე გველესიანი ჩემპიონები გახდნენ, გიორგი ბენდელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში