საბერძნეთის ქალაქ ნეა ანქიალოსში ტყის ხანძრებმა საჰაერო ძალების საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება გამოიწვია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაშავებულებიც.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ნაწილი ევაკუირებულია, რადგან აფეთქების განმეორების საფრთხე. ხანძრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მძვინვარებს, რომელსაც უკვე მსხვერპლიც მოჰყვა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, საბერძნეთს კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.