კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის აპოელ-მა ქართველი ლეგიონერების, ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.
ნიქოზიაში გამართულ შეხვედრაში აპოელ-მა სერბული „ვოივოდინა“ დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. 32-ე წუთზე ანგარიში ქვილითაიამ გახსნა.
სტუმრებმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 65-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ლაშა დვალმა აპოელ-ს „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვება მოუტანა 2:1.