მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

26 ივლისი 2023, 17:52 966 ნახვა

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი თავად სააკაშვილის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ ჩაერთო, რის გამოც, მან მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარი განაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენება სურდათ, რომელიც მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შეეხებოდა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა, კოლეგიამ სხდომა გადადო. შემდეგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში