31-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ეკვადორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში ძალადობის ტალღის შედეგად - განცხადება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.
ინციდენტის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ციხეებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ქალაქ ესმერალდას ციხეში პატიმრების მიერ 15 ციხის მცველისა და ორი სხვა თანამშრომლის მძევლად აყვანა სახელდება.
60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ ციხეში 2 ათას 700 მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცი და პოლიციელი შევიდა და პენიტენციურ დაწესებულებაზე კონტროლი დაიბრუნა. დ
აშავებულია 14 ადამიანი. გათავისუფლებულია 120 ციხის ოფიცერი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვს ციხეში პატიმრების მძევლობაში იმყოფებოდნენ.